LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაში სურთ თბილისელებს ცხოვრება?

125

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა “ეისითიმ” ჩაატარა კვლევა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ თბილისელები და არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ყველაზე სასურველია.

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტისთვის საქართველო რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად –  ნებისმიერი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც 55%-ი საქართველოს აირჩევდა.

საქართველოს გარდა, სასურველ საცხოვრებელ ადგილებად ძირითადად დასავლეთის ქვეყნები დასახელდა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გერმანიას (9%), აშშ-ს (8%), იტალიას (7%).

საგულისხმოა, რომ თბილისის მაცხოვრებლების 3%-ი რუსეთში ისურვებდა ცხოვრებას.

რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – უმრავლესობა დედაქალაქს არ დატოვებდა (თბილისი – 80%). თბილისის შემდეგ ყველაზე სასურველი ქალაქი ბათუმია – 6% თბილისის მაგივრად ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2%-ს სოხუმში სურს ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები