LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ლიგას აშინებს და ახალ რეკორდებს ამყარებს: ბაიერნმა ესპანური წყევლა გადალახა

52

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მეოთხედფინალი გაიმართა. მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 3:0 დაშალა „იუვენტუსი“, ხოლო მიუნხენის „ბაიერნმა“ ასევე გასვლაზე 2:1 დაამარცხა „სევილია“.

კრიშტიანო რონალდომ ახალი რეკორდები დაამყარა.

ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა გოლი.
რონალდომ ვან ნისტერლოის 2003 წლის რეკორდი დაამხო. რონალდოს სერია ჩემპიონთა ლიგის წინა ფინალიდან დაიწყო. პორტუგალიელი ამ სეზონში ყველა მატჩში იტანს – სულ 14 გოლი აქვს, კარიერაში კი 119.

ლიგის 19 მეოთხედფინალში კრიშტიანომ 22 გოლი გაიტანა. ეს ორჯერ მეტად აღემატება მესის და რაულის შედეგებს.

1. რონალდო – 22 გოლი 19 მატჩში
2. მესი – 10 გოლი 18 მატჩში
3. რაული – 10 გოლი 17 მატჩში

 

რონალდომ „იუვენტუსს“ ყველა, 6-ვე შეხვედრაში გაუტანა – ჯამში 9 გოლი. არავის სხვას არცერთი სხვა გუნდისთვის ამაზე მეტი არ გაუტანია.

9 გოლი:
მესიმ – „არსენალს“
რონალდომ – „ბაიერნს“ და „იუვენტუსს“

 

რონალდომ 95-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც “რეალის” ყოფილი მეკარის იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა.

კრიშტიანომ “ბებერი ქალბატონის” კარი პირველად 2:47 წუთში აიღო, ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა.

რონალდოს ყველაზე ნაკლები დრო ჭირდება გოლის გასატანად – საშუალოდ 61 წუთი.
მეორეზეა „სევილიას“ შემტევი ბენ იედერი – 75 წუთი.

 

ზინედინ ზიდანისთვის „რეალის“ თავკაცის პოსტზე ყველა ტურნირის ჩათვლით ეს მე-100 გამარჯვება იყო. საამისოდ ფრანგს 137 მატჩი დასჭირდა.

 

დანიელ კარვახალი ლიგის რეკორდსმენი გახდა ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით. მიჯრით 25-ე თამაშია არ აგებს. ამით მან „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ნანის და პატრის ევრას გაუსწრო (24 მატჩი).

 

 

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის 7-წლიანი საშინაო წაუგებელი სერია დაასრულა. “იუვე არენაზე” გადასვლიდან, ანუ 2011 წლის სექტემბრიდან, “ბებერი ქალბატონი” საკუთარ მოედანზე არ მარცხდებოდა.

 

მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.
72 წლის სპეციალისტი გახდა პირველი დამრიგებელი, რომლის გუნდმაც ლიგაზე ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგო.
ჰაინკესის გაწვრთნილმა “ბაიერნმა” ეს მოგებები 2012/13 წლების სეზონიდან დაიწყო, როდესაც მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და იუპის დაბრუნებიდან, 2017 წლიდან გააგრძელა.

„ბაიერნელმა“ ტომას მიულერმა ლიგაზე 65-ე მატჩი მოიგო და ფილიპ ლამის რეკორდი გაიმეორა. მიულერს ამ შედეგისთვის 96 შეხვედრა დასჭირდა.

მიუნხენელებმა ევროთასებზე ესპანეთში 5-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს.

„სევილიამ“ შინ პირველად წააგო გერმანულ კლუბთან (7გამარჯვება, 4 ფრე).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები