LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მილიარდს უმიზნებს: ფეხბურთში ამდენი არასდროს არავის უშოვია

61

მადრიდის „რეალის“ სუპერკაცი კრიშტიანო რონალდო პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდება.

Nike-თან და მადრიდის „რეალთან“ ნოემბრის დასაწყისში გაფორმებული ორი კონტრაქტი რონალდოს წლიურად 100 მილიონ ევროს მოუტანს. ამას დაუმატეთ განვითარებადი ბიზნეს-იმპერია, რომელიც ორ სასტუმროს, გაჯეტებს, ქვედა საცვლებისა და თეთრეულის კოლექციას მოიცავს და გამოვა, რომ ძალიან მალე პორტუგალიელი მილიარდერი ფეხბურთელი გახდება, იტყობინება The Sun.

The Forbes-ის მონაცემებით, 2016 წელს რონალდომ 88 მლნ ევრო იშოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები