LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხურმა Forbes-მა ქართული რესტორანი პრაღის რვა საუკეთესო უცხოური რესტორნის სიაში შეიყვანა

121
პრაღა

Forbes-ის ჩეხურმა რედაქციამ უცხოური სამზარეულოს მქონე პრაღის რვა საუკეთესო რესტორნის სია შეადგინა, რომელშიც ქართული რესტორანი „ბარაქაც“ მოხვდა.

ჩეხური Forbes წერს: „პრაღის ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი ავთენტურ სამზარეულოს გთავაზობთ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად. „ბარაქაში“ სხვადასხვა სახის ლეგენდარული ქართული ხაჭაპურის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, თბილი, მყუდრო და სტუმართმოყვარე ქართული რესტორანი ყოველ საღამოს გთავაზობთ ტრადიციულ ცოცხალ მუსიკას, რომელიც აგაცეკვებთ კიდეც და, რაც მთავარია, აუცილებლად მოგანდომებთ კავკასიის შეუდარებელი მთების დალაშქვრას.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები