LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კულტურა, კულინარია და ღვინო“ – Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს 

130
Untitled design (1)

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემა „Forbes USA“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „Forbes USA“-ს ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს ადმინისტრაცია მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას „Artisanal Heritage of Georgia“ ამზადებს.

ტურის ფარგლებში „Forbes“-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ კი რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია და ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა.

„Forbes“-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g