LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ სიკეთის კეთება დაიწყო: კრიშტიანომ ბიჭუნას ოცნება აუსრულა (ვიდეო)

54

კრიშტიანო რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია და უკვე სიხარულს ანიჭებს: ის ავტობუსიდან ჩავიდა და პატარა ბიჭთან ფოტო გადაიღო.

პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავს არ დაეზარა წასასვლელად გამზადებული ავტობუსიდან ძირს ჩასვლა და ბავშვის ოცნების ასრულება, რომელსაც რონის მაისურა ეცვა.

კრიშტიანო აცრემლებულ ბიჭს მოეფერა, ფოტო გადაიღო და ავტოგრაფიც უსახსოვრა.
ემოციას აყოლილმა ბიჭუნამ ლოყაზე აკოცა, კრიშტიანომ მეგობრულად უჩქმიტა და ავტობუსში აბრუნდა.

პორტუგალიელები მოსკოვთან ახლოს კრატოვში არიან დაბანაკებულები.
ევროპის ჩემპიონებს ჯგუფში ესპანეთი, მაროკო და ირანი ყავთ მეტოქეებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები