LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსტურიზმი რუსებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

34

“როსტურიზმი” რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

”როსტურიზმის” ხელმძღვანელი ოლეგ საფონოვი რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული “რისკებისა და საფრთხეების შესახებ” აფრთხილებს.

”საქართველოში ტურისტული ნაკადი გაიზარდა. მაგრამ ამ ქვეყანაში ჩასვლისას ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომლებიც პოტენციურად რუს ტურისტებს უქმნის საფრთხეს”, – აცხადებს საფონოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები