LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესებისთვის საპილოტე ფერმები მოეწყობა

460

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება” ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, მათ მიერ შესწავლილი რეგიონების (ახალციხე, რაჭა, აბაშა, სენაკი) შესაძლებლობების და არსებული მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინეს.

ფრანგმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპილოტე ფერმები აბაშასა და სენაკში მოეწყობა.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება” ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველების ინსტიტუტის წარმომადგენლები აპრილის თვეში მორიგი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, ხოლო პროექტის დასასრულს, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს ბაზრის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტს წარმოადგენენ.

პოპულალურები