LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა – თეა წულუკიანი

30

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსასამართლოს აქვს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოიტანოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. წულუკიანის თქმით, მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე ემზადებოდა საქართველოში ინტერვენციისთვის.

„დიდი იმედი გვაქვს, როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, როგორც ეს მათ სჩვევიათ, რადგან არიან მსოფლიოში  ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სასამართლო. რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა. ამას მოწმობს ბატონი პუტინის საჯარო გამოსვლაც და რომ ჩვენ ვიხილეთ გაასმაგებული ხარისხი კონტროლისა აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ხვალ ევროპული სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ბოლო ზეპირ მოსმენას გამართავს.

ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები საგანგებო თათბირს მართავენ, სადაც იმ მტკიცებულებებს განიხილავენ, რომლითაც აგვისტოს ომის დროს ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დგინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები