LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა აუცილებელია საერთაშორისო სტაბილურობისთვის – ანტონიო გუტიერეში

49

რუსეთსა და აშშ შორის კონსტრუქციული ურთიერთობა აუცილებელია საერთაშორისო სტაბილურობისთვის, მათი გაუარესების გამო კი, მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ზარალდება,“ –  ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებულ კრიზისის შესახებ განაცხადა.

ცხადი მეჩვენება, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ბურჯი უნდა იყოს ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ვიმედოვნებ, ასეთი ურთიერთობები დამყარდება,– აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტიერეშის თქმით, როდესაც ეს ურთიერთობები წესრიგში არ არის, ზარალდება საერთაშორისო თანამეგობრობა და ცხადია. მრავალი საერთაშორისო პრობლემა უფრო ადვილი გადასაწყვეტია, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს აქვთ თანხვედრა ხედვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები