LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე შესაძლოა გადაადგილება შეიზღუდოს

59

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 19-20-21 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეიზღუდება.

„25 სექტემბერს თბილისის მერიაში შემოვიდა წერილი „ნაციონალური მოძრაობისგან“. პარტია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად დასახელებულია 100 ათასი ადამიანი. აღნიშნული შეკრება გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვას, ანუ გზა უნდა გადაიკეტოს. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, რომ გზა გადაიკეტოს, გადაიკეტება და თუ ამის საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები