LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია – კახა კალაძე

42

კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეობლოგში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია და ჟურნალისტებს სიტყვის გამოხატვის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები თავადაც აღიარებენ და ღიად საუბრობენ, რომ ისინი პარტიული ტელევიზიის თანამშრომლები არიან.

”რაც შეეხება ”რუსთავი 2”-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად და ამას პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ”რუსთავი 2” – ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით… და რა?! როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა?! როდესმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები?! ისმის ძალიან მარტივი კითხვა – თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი, მეც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან, რატომ შეიზღუდება მანც და მაინც ახლა?! თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ ”რუსთავი 2”-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები