LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავქალაქობა 16 სექტემბერს გაიმართება: რა ღონისძიებებია დაგეგმილი

109

“რუსთავქალაქობა 2017” 16 სექტემბერს გაიმართება. წელს კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, სპორტულ აქტივობებსაც გამართავს.

ძირითადი ღონისძიებები ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება, ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყობა ველორბოლა და გარბენი.

წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და „რუსთავქალაქობის“ თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, 16 სექტემბერს, ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი, საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდებათ რუსთაველებს და ქალაქის სტუმრებს. კერძოდ, გაიმართება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება, საბავშვო კონცერტები, ფერების ფესტივალი და სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობები, ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი.

ღონისძიებების ფარგლებში ტრადიციულად საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები