LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო განათებების დასამონტაჟებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი გამოიყო

91

დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ილუმინაციების დასამონტაჟებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი გამოიყო. თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე – რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.

„თბილსერსვის ჯგუფს“ საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები