LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო მოძრაობა შეიზღუდება

80

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა 00:00 საათიდან ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები