LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი – ძლივს ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ და ამათ მაინც ვიწრო, იაფფასიანი, პარტიული ღონისძიება მოაწყვეს – მე რომ ვყოფილიყავი პრემიერი, ყველას დავუძახებდი სცენაზე

369
ფორტუნა - 2023-12-15T234511.331

ძლივს, ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ ისეთი ამბავია და ამათმა მაინც ვიწრო, იაფფასიანი და „ძიშოვი“ პარტიული ღონისძიება მოაწყვეს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიება შეაფასა.

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ადგილზე რომ ყოფილიყო, სცენაზე ასვლის საშუალებას პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მისცემდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

„გულდასაწყვეტი იყო სალომე ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება. ისე იბრალებდნენ მდინარაძე და კობახიძე, გეგონება შოლცს და მაკრონს ეგენი ხვდებოდნენ. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველას დავუძახებდი სცენაზე. ლევან ხაბეიშვილსაც დავუძახებდი, იაგო ხვიჩიასაც დავუძახებდი და ნებისმიერს. რაც სჭირს „ქართულ ოცნებას“, ამას „ძიშოვობა“ ჰქვია, ეს არის პოლიტიკური იაფფასიანობა.

მართლაც, ძლივს, ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ, ისეთი ამბავია. ყველაზე დიდი ამბავი რა მომხდარა საქართველოსთვის? დიდგორი. ვინ იყვნენ იქ, ჩვენს მხარდამხარ? ასი ფრანგი ჯვაროსანი. ჩვენც იმ გამარჯვებას მივაღწიეთ იმიტომ, რომ ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი და ამის შემდეგ ხარკი შეუწყვიტა დავითმა თურქებს. ამაოდ არ დაღვრილა ჩვენი წინაპრების სისხლი და ამათმა მაინც ვიწრო, იაფფასიანი და „ძიშოვი“ პარტიული ღონისძიება მოაწყვეს. დაიძახე ყველას, ჩამოართვი ხელი. გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ „მევასება“ და გულზე არ მეხატება ეს სააკაშვილი, მაგრამ სააკაშვილსაც ვულოცავ, მაგრამ ეგეთები არიან და მოკალი თუ გინდა. სცენაზე რომ თვითონ იდგნენ ამიტომ მარტო, თვითონ მიიღეს სტატუსი? რახან სცენაზე დადგნენ, შარლ მიშელმა თქვა „უი, ამათი დამსახურებააო?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა მათი ქმედებები მესამე ხარისხოვანი იყო, რადგან ევროკავშირმა გადაწყვეტილება ძირითადად გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გამო მიიღო.

„ფეოლასავით მართლა ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. აქ გადამწყვეტი იყო ორი ფაქტორი, პირველია გეოპოლიტიკური ფაქტორი. სულ რომ 12 რეკომენდაციიდან 12-ვე არ შეესრულებინა „ქართულ ოცნებას“ იციან ევროკავშირში და ხედავენ, რომ ჩვენთვის რომ სტატუსის არ მოეცათ, ეს იქნებოდა საბოლოოდ ხელ-ფეხის გახსნა რუსეთისთვის, რომელიც ისედაც რას გვიკეთებს, ხომ ხედავთ, კვირა არ გავა ადამიანი რომ არ მოგვიკლას და ავლენს ამ თავის ბრუტალურ, ძალადობრივ საზიზღარ ვნებებს. ეს იქნებოდა საბოლოო გასრესა, გადაყლაპვა და გაქრობა ჩვენი სახელმწიფოსი. ეს იყო ამ ყველაფრის 80-90%.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ რუსული კანონი მიიღო. ამ მძვინვარე გამოსვლებმა და ამ დროშის ფრიალმა და მართლა საერთო სახალხო მძვინვარებამ, რომ საქართველო რუსეთი არ გახდება, აი, ესეც დაინახეს და ეს იყო ასევე გადამწყვეტი ფაქტორი. „ქართული ოცნების“ ამბავი მესამე ხარისხოვანი იყო იმიტომ, რომ ითმენდნენ და ყლაპავდნენ ამათ უზრდელობას. გაიხსენეთ ბორელს როგორ ელაპარაკებოდა ღარიბაშვილი, ეს ხომ უზრდელობა იყო და მეტი არაფერი, როდესაც გეუბნებიან დავალება უნდა შეასრულოო და შენ თითებს უტრიალებ და გაეთრიე აქედანო.

სტატუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. სტატუსი ჩვენთვის ფუნდამენტის შექმნა იყო. აწი ნახეთ, მოზომილი ფრაზების ნაცვლად, როგორი კრიტიკა წამოვა თითოეულ მათ ნაბიჯზე, თითოეულ მათ განცხადებაზე ევროპიდან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები