LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციას კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ჰქონდეს – ზვიად დევდარიანი

22

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს(CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

„საარჩევნო სისტემის თემა არის ის საკითხი, რომელზეც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ პარტიებსაც კონსოლიდირებული პოზიცია ჰქონდეთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ შეხვედრა თუ შეხვედრისთვის არ იქნება და ის ორიენტირებული იქნება კონსენსუსზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება იყოს გახსნილი ამ კონსენსუსისთვის, არამედ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც ჰქონდეს ერთიანი შეთანხმებული პოზიცია, რაც უფრო გაადვილებს მოლაპარაკებების პროცესს,“ – აცხადებს ზვიად დევდარიანი.

პარლამენტში უკვე საათზე მეტია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები