LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის პოლიციამ ათენის შემოგარენში ათობით მიგრანტი დააკავა

100

მიგრანტთა ბანაკში 31 წლის სირიელის მკვლელობის შემდეგ, საბერძნეთის პოლიციამ ათენის შემოგარენში ათობით მიგრანტი დააკავა- ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა მატარებელში დასაკითხად 40 ავღანელი დააკავეს, წერს გამოცემა Ekathimerini. მათი თქმით, ისინი სავარაუდოდ, ათენიდან გაქცევას ცდილობდნენ.

ამას გარდა, ათენის ერთ-ერთ სადგურში პოლიციამ 70-მდე სირიელი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა, მიგრანტთა ბანაკში მომხდარ ჩხუბთანა ქვთ კავშირი.

31 წლის სირიელი მამაკაცი მალაკასას ბანაკში თავის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები