LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

100

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მატეში 11 დაღუპული აღმოაჩინეს, მათ შორის, ორი ბავშვია. ისინი სახლში იპოვეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე უამრავი ადამიანის დაღუპვის შესახებ საბერძნეთში მომხდარი ტყის ხანძრის შედეგად. ევროკომისიის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ყველაფერი გაკეთდება, რათა საბერძნეთს დახმარება გავუწიოთ,“ – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები