LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა

100
iunkeri12

საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა, – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნითვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს და დისკუსიებში ჩაერთვება.

ჟან-კლოდ იუნკერი მამუკა ბახტაძეს პირისპირ შეხვედრის ფორმატშიც მიიღებს.

დისკუსიაში, სახელწოდებით – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, კავშირებისა და საზოგადოების პირობებში“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, მოლდოვის პრემიერი პაველ ფილიპი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნატსაკანიანი, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები