LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც არის კონდიციონერი, გამოცდაზე სტრესის გამო გული მაინც მისდით – ალექსანდრე ჯეჯელავა

84

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში, ყველა ჩვენი ცენტრი იქნება კონდიცირებული – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აბიტურიენტების პრეტენზიებს, რომლის მიხედვითაც, ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას უკონდიციონერო ოთახებში სიცხეს უჩივიან და ამის გამო საკითხებზე კონცენტრირება უჭირთ.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეს არის საკითხიი, რომლის გამოსწორებაზეც ფიქრობს სამინისტრო და მიმდინარეობს მუშაობა.

„ეროვნული გამოცდების დაწყებას სამწუხაროდ დაემთხვა ჰაერის ტემპერატურის აწევა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა. გამოცდები ისედაც ძალიან სტრესული საქმეა. იქ სადაც არის კონდიციონერი, სტრესის გამო ისედაც ძალიან ბევრი რამე ხდება, მათ შორის ხშირია გულის წასვლებიც,“- განაცხადა ჯეჯელავამ.

რამდენიმე მშობელმა და აბიტურიენტმა სოციალურ ქსელებში გამოთქვა პრეტენზია, რომ საგამოცდო ცენტრებში არ არსებობს გაგრილების სისტემები, ასეთ გარემოში გამოცდის ჩაბარება კი ძალიან რთულია.