LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა დაიკავა

44

2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, 2018 წლის იანვარში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 57.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 48.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 29.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.0 პროცენტი).

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 816.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 222.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.9 მლნ. აშშ დოლარს (18.2 პროცენტით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები