LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიას საარჩევნო ადმინისტრაციების​ დაკოპლექტების წესი არ მოსწონს

85

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესს დააკვირდა. ორგანიზაცია შერჩევის კრიტერიუმებს ბუნდოვნად მიიჩნევს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური კადრებით დასაკომპლექტებლად ობიექტური წინაპირობა არ არსებობს.

საიას შეფასებით, საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით იმ პირებს ირჩევენ, რომლებიც წინა არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიებმა წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებს.

საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუმჯობესდეს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა.

„დაიხვეწოს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პირობები; არსებობდეს გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რათა მოხდეს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა; მოხდეს კონკურსის ჩატარების წესის პროცედურის დეტალურად გაწერა კონკურსის თითოეული ეტაპის მიხედვით; დადგინდეს კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება; შემოიღონ მეტი კრიტერიუმი, ვიდრე ეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის არსებობა ან თუნდაც საარჩევნო გამოცდილების ქონაა; სავალდებულო ეტაპად განისაზღვროს გასაუბრების ეტაპი; დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეთა შეფასების ფორმა; გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევად დადგენილი ვადა; საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის თაობაზე ინფორმაციის ფართო მასებისთვის დროული ინფორმირება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება.

საია აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე,”- ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები