LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელისუფლებო ტელევიზიების ბედნიერი ქვეყანა რომ ვიყავით და ოპოზციურში უბედური, იგივე ხდება ახლაც”

65

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა არხის მიერ, დენდროლოგიური პარკის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებზე წერს.

მეტრეველის თქმით, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მედიაგარემო არ შეცვლილა – სახელუსუფლებო ტელევიზიებში საქართველო ისევ ბედნიერი ქვეყანაა, ოპოზიციურში კი – უბედური.

“ესე იგი, მიშას დროს რომ სხვადასხვა ტეელვიზია სხვადსხვა საქართველოს გვიჩვენებდა, სახელისუფლებო ტელევიზიების ბედნიერი ქვეყანა რომ ვიყავით და ოპოზციურში უბედური, ზუსტად იგივე ხდება ახლაც.

ნახეთ გუშინ ჯერ რ2 -ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი ხეებზე და მერე – „იმედის“. . არადა, თემა თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ ამბავი – სხვადასხვა. თან ალბათ ორივე არხს ჰგონია, რომ მან თქვა მარტო სიმართლე ამ თემაზე! სინამდვილეში კი არცერთს არ აინტერესებს სიმართლე.

არ დამთავრდა ეს პარტიული ჟურნალსიტიკა ამ ქვეყანაში. და „ოცნებას“ გონია, რომ მედიაგარემო ისე შეცვალა ქვეყანაში, რომ ევროპა გაოცებული უნდა იყოს. ააა, სპეცრაზმით აღარ გვივარდებით? მადლობა დიდი!”, – წერს მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები