LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახის სრულად დაფარვა საჯარო სივრცეებში იკრძალება

53

სკოლებში, სასამართლო დარბაზებში და ვენის სხვა საჯარო ადგილებში ბურქით სახის სრულად დაფარვა იკრძალება, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განიხილება საჯარო მოხელეებისთვის თავსაბურავის და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარების აკრძალვაც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ღია, რაც ითვალისწინებს ღია კომუნიკაციას. ნიქაბით ან ბურკით დამალული სახე საჯარო სივრცეებში  ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ამიტომ, აიკრძალება,“ – აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

გადაწყვეტილება აშინებთ ტურიზმის სამსახურებს, ისინი ფიქრობენ, რომ ავსტრიას ნიქაბის აკრძალვა არაბ ტურისტებს დააკარგინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები