LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ რთული წელი იყო…“ – ჯოლიმ სიჩუმე დაარღვია

64

ანჯელინა ჯოლი ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა.

ჯოლიმ აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა ურთულესი პერიოდი გადაიტანა და ახლა უკვე ბედნიერს, აქვს საშუალება, რომ სუფთა ჰაერზე თამამად გავიდეს და პაპარაცებსაც არ დაემალოს.

„ჩვენი ჩვევები, ცხოვრების წესი, არასოდეს ყოფილა პრობლემა. მეტიც, ეს იყო უნიკალური შანსი, რაღაც ახალი მიგვეცა ჩვენი შვილებისთვის. ექვსივე მათგანი სრულიად „მიწიერი“ ადამიანია და ძალიან ვამაყობ მათით!

შესაძლოა, მენოპაუზა ან უბრალოდ ნერვები… საკმაოდ რთული წელი იყო. სამწუხაროდ, ქალებს ხშირად ავიწყდებათ თავისი თავის შესახებ და გამუდმებით სხვაზე ნერვიულობენ, სანამ მათი ჯანმრთელობა არ დაინგრევა.  ოჯახს ყოველთვის წინ ვაყენებ, პარალელურად კი საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე პასუხს ვაგებ.

განქორწინების პროცესში, საკმაოდ რთული იყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც ოჯახში ურთიერთობასა და ყველა წევრის ცხოვრების რიტმზე დადებითად აისახებოდა.

ცხრა თვის განმავლობაში, ვცდილობდი კარგი დიასახლისი და დედა ვყოფილიყავი, ვრეცხავდი ჭურჭელს, ვუვლიდი ძაღლს, ვუკითხავდი ბავშვებს ზღაპარს ძილის წინ. ეს ყველაფერი სულ უფრო უკეთ გამომდის. უახლოეს მომავალში ჩვენ ერთად ვგეგმავთ მოგზაურობასა და თავგადასავლების ძებნას“. – განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოლი და პიტი ერთმანეთს გასული წლის სექტემბერში დაშორდნენ. წყვილმა შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწია და შვილებზე საერთო მეურვეობაც მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები