LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული -ირაკლი კობახიძე

81

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. განხილვა პარლამენტის პლენარულ დარბაზში მიმდინარეობს და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აკადემიური ფორმით ვისაუბროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ქმნის სამართლებრივ ფუნდამენტს ჩვენი მმართველობისა და სახელმწიფო სისტემისთვის და ბუნებრივია, კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის წარმართვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისთვის. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ ჩვენ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უკვე იმის საშუალება გვაქვს, რომ ერთიანად განვიხილოთ რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები