LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკორინთლოს გატაცებული ვასილ სალამაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა

70

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მკვიდრი, ვასილ სალამაშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 ივლისს დააკავეს.

ის ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო მოთავსებული.

ჯარიმის გადახდის შემდეგ, ის ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს, ერგნეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები