LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავს ბავშვობიდან ჩავაგონე, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით – კახა კალაძე

29

„ჩვენ ის უკვე ვაღიარეთ მსოფლიოში ყველაზე მოდურ მერად, ახლა კი, არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით მას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის ამ ვადაში. ყველაფრის მიუხედავად, კახა კალაძე მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს“, – წერს ჟურნალ GQ-ს რუსულენოვანი ვერსია თბილისის მერზე.

არჩევნებში კალაძის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ GQ-ს ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის ამ ვადაში.კახა კალაძე კი პასუხობს, რომ ბიუროკრატიული პროცესების შესამცირებლად და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად,  თავდაპირველად  მისმა გუნდმა  სტრუქტურის რეფორმა დაიწყო, რაც მისი თქმით, გამოუვიდათ.

„თავიდან ყველაზე რთული მეჩვენებოდა ქალაქის მოწესრიგება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ თანდათან ვაწესებთ გარკვეულ რეგულაციებს, რომელმაც შედეგად უნდა გააქროს მრავალწლიანი ქაოსი, უნდა მოაწესრიგოს თითქმის ყველა სფერო, დაწყებული ტრანსპორტითა და მშენებლობებით, დამთავრებული ტურისტულ წერტილებში ხმაურით. ურბანული გარემო პირველ რიგში ადამიანებისთვის უნდა იყოს კომფორტული. ამას კი სჭირდება ის, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ ავიღოთ პასუხისმგებლობა ასეთი გარემოს შექმნაზე, გავიღოთ ჩვენი კონტრიბუცია თუნდაც წესების დაცვით, ქალაქზე ზრუნვით- ამბობს კახა კალაძე

როგორც თბილისის მერი ინტერვიუში აღნიშნავს, მან მალევე დაინახა, რომ ქალაქი ენდობა და მის ხედვას იზიარებს.

“მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის გარეშე, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მალევე დავინახე, რომ ჩემი ქალაქი მენდობა და იზიარებს ჩემს ხედვას ამასთან დაკავშირებით. დღეს  ჯამში 220-ზე მეტი ავტოფარეხია აღებული და მათ ნაცვლად მოწყობილია 10 დასასვენებელი სივრცე. ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ რკინის გაუგებარი კონსტრუქციების ნაცვლად, ქალაქს კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სივრცე შეემატება, პირველ რიგში ბავშვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე თუ როგორ მიაღწია წარმატებას ყოფილმა ფეხბურთელმა და დღეს უკვე თბილისის მერმა , კალაძე ასე პასუხობს: “ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით. ამან მიმიყვანა გამარჯვებამდე პირველ კარიერაში და აქამდეც ასეა”

GQ-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამერიკული „ფორბსის“ ვერსიით, თბილისი ახალი ბერლინია. კითხვაზე, რამდენად მისაღებია ასეთი განსაზღვრება, კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი უფფრო და უფრო შესამჩნევია მსოფლიოსთვის, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია.

„ ბევრი გვაქვს სამუშაო ამ მიმართულებით, მაგრამ დასახული მიზანი მახარებს და სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება მსოფლიოსთვის და ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ამაზე მეტყველებს ყოველწლიურად, შთამბეჭდავად მზარდი სტატისტიკა. არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენი რომელიმე ქალაქისთვის შედარება. თბილისი თბილისია, 15-საუკუნოვანი ისტორიით, სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, მრავალფეროვანი, ცოტა ეკლექტურიც, მაგრამ ძალიან საინტერესო და მზიანი“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ხუთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლებმაც თბილისი ბოლოდროინდელ მოდურ მიმართულებად აქცია –  არის ძველი თბილისი, სამზარეულო და ღვინო, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ღამის თბილისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები