LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს – თეა წულუკიანი

73

“სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევებიდან პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სამაგიდო სიებზე წვდომაზე გაამხვილა ყურადღება.

„სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს, განურჩველად იმისა, იყო ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ჰქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას, ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად, მე არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა ასევე, აიკრძალოს უბანთან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება,“  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები