LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროებიდან გათავისუფლებული 2300 ადამიანი – რა მიზეზით დაატოვებინეს თანამშრომლებს სამსახური?

40

ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 2300 ადამიანი გაანთავისუფლეს. აქედან ყველაზე მეტი – 2250 თავდაცვის სამინისტროდან, ხოლო ყველაზე ცოტა -2 თანამშრომელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან. საჯარო მოხელეები გაანთავისუფლეს კულტურის, ინფრასტრუქტურის და დევნილთა სამინისტროდანაც.

განთავისუფლებული თანამშრომლების შესახებ, კვლევის შედეგებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ”რეორგანიზაცია კანონმდებლობის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ პროცესი გამჭვირვალე და გასაგებ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული, საჯარო უწყებებში კი რეორგანიზაციის პროცესი ხარვეზებით განხორციელდა” – განმარტავენ საია-ში.

საია-ს განცხადებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ასევე იუსტიციის, განათლების, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროსგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები