LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობიარო, სადაც შერილ ქოულის ვაჟი გაჩნდა (ფოტოები)

186

2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ  33 წლის ბრიტანელი მომღერალი, შერილ ქოული და One Direction-ის ყოფილი წევრი, 23 წლის ლიამ პეინი მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ ლიამ პეინის თაყვანისმცემლებმა მომღერლის სოციალური ქსელიდან შეიტყვეს. ამჯერად კი ინტერნეტში გავრცელდა სამშობიარო სახლის ფოტოები, სადაც შერილმა იმშობიარა.

ლუქსის ტიპის სამშობიარო სახლი ჩელსიში მდებარეობს და ის 16 ნომრისგან შედგება. მშობიარობა აქ 5 ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება, თუმცა სრულფასოვანი სერვისის მისაღებად დაახლოებით 9 ათასი ფუნტი სტერლინგია საჭირო. პალატას აქვს ყველაფერი, რაც ჯდება ხუთვარსკლავიანი ტიპის სასტუმროს კრიტერიუმში. მათ შორისა სამშობიარო ბლოკი, მოსასვენებელი ოთახი, აბაზანა, სამზარეულო, მისაღები და სხვა.

როგორც სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი აცხადებს, აქა არის ყველა პირობა, რათა მომავალმა დედამ თავი კომფორტულად იგრძნოს. პერსონალის თქმით, სხვა სამშობიარო სახლებისგან კენსინგტონში მდებარე სასტუმრო ტიპის სახლს ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები