LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი უმსხვილეს ბელარუსულ კომპანიასთან ითანამშრომლებს

94

„საპარტნიორო ფონდსა“ და ბელარუსის რესპუბლიკის უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურმა დირექტორმა გენადი მიცკევიჩმა მოაწერეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა.

როგორც “საპარტნიორო ფონდში“ განმარტავენ, ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მხარეების მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

მათივე ცნობით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი “საპარტნიორო ფონდსა“ და “ბელექსიმგარანტს“ შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაცვლას, ასევე, რეგიონებში და საერთო ინტერესების სექტორებში ბაზრების სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებას მოიცავს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეების მიზანი ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური განვითარება იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მორიგი მემრანდუმი დღეს “საპარტნიორო ფონდსა“ და “ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში გაფორმდება.

მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები