LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი – ეკა ბესელია

97

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა, დავუჭერდი”.

ბესელიას არ დაუკონკრეტებია, როდის წარადგენს საპრეზიდენტო კანდადატს “ქართული ოცნება”, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

“არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით, ჩვენ ვთათბირებთ და ვფიქრობ, მოკლე დროში, მალე მოხდება ჩვენი პოზიციის გახმოვანება. როცა ამ საკითხზე განმარტებებს ვაკეთებდით, მუდმივად ხაზგასმა ხდებოდა, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ხდება. თუმცა, მოკლე დროში მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჯაროვება. ეს არ უკავშირდება იმას, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ იქნება კანდიდატი, ამაზე არ დავკონკრეტდები,” – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები