LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით სპილენძის მადნები გავიდა, ნავთობპროდუქტები კი შემოვიდა

77

2017 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243.7 მლნ. აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 182.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 102.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 354.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 261.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 196.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.6 პროცენტი).

ცნობისთვის, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 5675.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1446.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარს (8.5 პროცენტით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები