LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი იმყოფება

39

ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში 2008 წლის ივლისის შემდგომ, – თბილისში ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.
დიპლომატებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საუბრის მთავარი თემები იყო.

პრემიერმა ელჩებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული ვითარების გასაცნობად.

საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე საქართველოს მთავრობის პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და იმ პროგრესს, რომელიც ამ მიდგომამ სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებში მოიტანა.

მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზეც ისაუბრეს, რომლის შემდეგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები