LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ისტორიულად უწევდა ბრძოლა მშვიდობისთვის – ირაკლი კობახიძე

49

„საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება,“ – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„საქართველო ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველოს ისტორიულად უწევდა ბრძოლა და შრომა მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს გამოწვევები დღესაც აქტუალურია. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც უხეშად ილახება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების ფუნდამენტური უფლებები,”  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.

”ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები