LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა – მიხეილ ჯანელიძე

35

”ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ვიზალიბერალიზაცია ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

”ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა, ამისათვის ჩვენ გვაქვს ჩასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც ქვეყანას სრულფასოვნად მოამზადებს ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, პირველ რიგში, ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაზე. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ყველა სექტორალურ სააგენტოსთან მოხდეს ჩვენი მაქსიმალური ინტეგრაცია, რაც ერთ-ერთი პირობაა ჩვენი ევროკავშირში წევრობის. ჩვენი მიზანია რომ სექტორალური პოლიტიკა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირისას,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები