LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

33

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელით ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და საქართველოს პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დედაქალაქის მერს უმასპინძლა.

ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საექსპოზიციო დერეფანი – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი უწოდა 2017 წელს და მომავალ 2018 წელზე ისაუბრა:

“ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობის თავისუფლებად ქცევაა. თავისუფლების მისაღწევად ჩვენ უნდა კიდევ უფრო გავაღრმაოთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, კიდევ უფრო მეტად ერთიანი, ინკლუზიური, ჰომოგენური და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება შევქმნათ”.

წინა წელს საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები