LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

73

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ნიქოზი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მონაკვეთზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველის რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს,“ – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დილით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები