LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოგზაურებისთვის კონკურსი ”ტუროგრაფი” ტარდება

31

“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” ინიციატივით, საქართველოში მოგზაურებისთვის კონკურსი ”ტუროგრაფი” ტარდება.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, სახალისო კონკურსის მონაწილეები სხვა ადამიანებსაც შეუქმნიან მოტივაციას, რომ საკუთარი ქვეყანა მოიარონ და მათთვის ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ადგილები მოინახულონ.

”თუ თქვენ ხართ ის, ვინც საქართველოში მოგზაურობს, აკვირდება მოვლენებს, იცნობს საინტერესო ახალ ადამიანებს, ეძებს თავგადასავლებს და მერე ხალისით შეუძლია ეს სხვას გაუზიაროს, მაშინ თქვენ ჩვენი კონკურსის მონაწილე ხართ. არ გამოტოვოთ, შემოდით საიტზე Turograhpy.ge დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ ან წაიკითხეთ სხვისი თავგადასავლები”, – განმარტავენ ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში”.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში პირველ ადგილზე გასული მონაწილე ბორჯომის  ხეობასა და სამცხე-ჯავახეთში 5-დღიანი მოგზაურობით დაჯილდოვდება, 2 კაცზე, საუკეთესო სასტუმროებში დაისვენებს და ისეთ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს, როგორებიცაა საფარა, რაბათი, მწვანე მონასტერი, ზარზმა და ვარძია.

მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს კი, ”ქენონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი გადაეცემა.

კონკურსი ”ტუროგრაფი” 4 აგვისტოს დაიწყო და ნაწერების შეტანის ბოლო ვადა 7 სექტემბერია. კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდზე Turograhpy.ge 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/irina.dumbadze.16/videos/vb.1199063504/10210500643731225/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები