LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა- რა თანხა გჭირდებათ ოჯახის შესანახად

64

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა – საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2018 წლის აგვისტოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 287 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა, მაშინ, როცა წლის დასაწყისში, ანუ იანვარში საარსებო მინიმუმი 293 ლარი და 50 თეთრი იყო.

საქსტატის მონაცემებითვე,შემცირებულია ასევე საარსებო მინიმუმი საშუალო მომხმარებლის შემთხვევაშიც და 151 ლარსა და 80 თეთრს შეადგენს. შედარებისთვის, 2018 წლის დასაწყისში საარსებო მინიმუმი 155 ლარი იყო. რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, მან აგვისტოში 171,4 ლარი შეადგინა. ეს ასევე შემცირებული მაჩვენებელია როგორც გასულ თვესთან, ანუ ივლისთან შედარებით, ასევე 2018 წლის იანვართან შედარებით.

ოჯახის ტიპების მიხედვით კი ასეთი ვითარება გვაქვს, 2018 წლის აგვისტოში ოჯახის შესანახად

ერთ სულიან ოჯახს: 151,8 ლარი სჭირდებოდა;

ორსულიანს -242,9 ლარი;

სამსულიანს -273,3 ლარი;

ოთხსულიანს -303,7 ლარი;

ხუთსულიანს -341,6 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი -403,9 ლარი.

ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები