LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

76

2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა11,5 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (12,2 ათასი ტონა) შედარებით. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 65,0 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (57,7 ათასი ტონა). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 7,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 64,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ეგვიპტე – 4,1 ათასი ტონა (35,7%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები