LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 21%-ით გაიზარდა

57

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარი (19.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები