LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში მოკლული მოზარდის დედა და მაია ნიკოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

27

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედასა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო დარბაზშივე დაიწყო, როდესაც მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა. ამასთან, მცირე კონფლიქტის დროს ნათია საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე სასამართლო ექსპერტთა დასკვნებს განიხილავს. რასაც მოკლული მოზარდების მშობლები არ ეთნხმებიან.

ერთ-ერთი მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მოზარდების მკვლელობაში ფიგურირებს  სხვა დანაც და სესაბამისად სხვა პირებიც. რასაც ამ ეტაპზე სარალიძის პოზიციას პროკურატურა არ იზიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები