LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

105

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა.  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები