LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო სიურპრიზი დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისგან

30

დონალდ ტრამპმა საშობაოდ ვლადიმერ პუტინისგან წერილი მიიღო, რომელიც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა საჯაროდ გააზიარა. წერილში ტრამპის მიმართ გამოთქმულ „უთბილეს საშობაო და საახალწლო მილოცვებთან“ ერთად რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღდგება ორმხრივი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინისგან ძალიან კარგი წერილი მივიღე. მისი მოსაზრებები აბსოლუტურად სწორია. იმედი მაქვს, ორივე მხარე შევძლებთ ამ გზით სიარულს,“ – აღნიშნა ტრამპმა.

წერილი 15 დეკემბრით არის დათარიღებული.

„სერიოზული გლობალური და რეგიონული გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ბოლო წლებში შეეხო, აჩვენებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მთავარ ფაქტორად რჩება თანამედროვე მსოფლიოს სტაბილურობისა და დაცულობის ასპექტში,“  – ნათქვამია წერილში.

„იმედი მაქვს, რომ როდესაც თქვენ პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებთ, საშუალება გვექნება, კონსტრუქციული და პრაგმატული მეთოდებით, გადავდგათ რეალური ნაბიჯები ორმხრივი  თანამშრომლობის აღსადგენად სხვადასხვა სფეროში,“ – წერს პუტინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები