LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო ხეების ნაცვლად?! – “ისევ კუს ტბას მიადგნენ”

102

თბილისში, კუს ტბის მიმდებარედ, ადგილზე სასტუმროს მშენებლობის გამო, ხეები მოჭრეს.

ინფორმაცია ფოტომასალასთან ერთად, სოციალურ ქსელში თავდაპირველად, ირაკლი ჯუღელმა გაავრცელა.

როგორც ფოტოებზე ჩანს, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია.

 

არც მშენებლობის და არც ხეების ჭრის ნებართვაზე შესაბამისმა სამსახურებმა არაფერი იციან

 

ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა და მოხდა თუ არა ხეების უკანონო ჭრა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათაც აქვთ. სამსახურში არკვევენ, ჰქონდა თუ არა სასტუმროს მფლობელს ადგილზე მშენებლობის უფლება.

“ფორტუნა” საკითხის გარკვევას თბილისის მერიაშიც შეეცადა, საკითხზე ოფიციალურ კომენტარს მერის მოადგილე ერთ საათში გააკეთებს.

 

14 წელი სასტუმროს მშენებლობისთვის

 

ადგილი კომპანია “არმლენდერ ასოშიეთსის” აბრითაა შემოსაზღვრული, რომელიც  აქ სასტუმროს მშენებლობას 14 წელია ცდილობს. ამჟამად კომპანიის მფლობელები ირწმუნებიან რომ საბუთები წესრიგში აქვთ.

კუს ტბასთან ახალი სასტუმროს მშენებლობის დასრულების ვადა 2019 წელია. ბოლო პერიოდში მეპატრონეს შენობის ფუნქციის ცვლილება უნდოდა. ჯერჯერობით უცნობია, გასცა თუ არა მერიამ ამის, ან მშნებელობის ნებართვა.

ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას არ აძლევდა, მერიის მეორე – ქონების მართვის სამსახური – კი მშენებლობის არ დაწყების გამო აჯარიმებდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, კომპანია “არმლენდერ ასოშიეთსი” წლების წინ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა, მაგრამ შემდეგ ჯარიმა ჩამოეწერა.

პოპულალურები