LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო განხილვებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა

51

„პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-საერთო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა“ – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის აპარატს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის უკავშირდება.

„დღეს საკონსტიტუციო წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.

ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოების მიერ და საზოგადოებასთან ერთად.

შესაბამისად, ეს პროცესი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები