LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია

174
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როდესაც, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, ქვეყანაში გაუგონარი ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები გამოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი აქცენტები მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა:

„სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს.

არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, რომ ისეთი აქცენტები გვესმის, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები